Young Wings – დამფუძნებელი
თამაზ კაბულაშვილი
გენერალური დირექტორი
პირადი ინფორმაცია
დაბადების თარიღი
13 აგვისტო, 2010
ასაკი
15 წელი
სკოლა
წმ. თამარ მეფის სახ. გიმნაზია
მდებარეობა
თბილისი, საქართველო
ბიოგრაფია
თამაზ (თაზო) კაბულაშვილი არის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე და Young Wings-ის დამფუძნებელი — საქართველოში ავიაციის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ახალგაზრდული ორგანიზაციის შემქმნელი.
ავიაციით დაინტერესება ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. მან გაიარა ავიამოდელირების კურსები, ასევე სხვადასხვა საავიაციო ტრენინგები და დამოუკიდებლად შეისწავლა ავიაციის თეორია და პრაქტიკა.
2025 წელს, სკოლის მოსწავლის სტატუსში, მან დააფუძნა Young Wings — ორგანიზაცია, რომლის მიზანია ავიაციის სფეროს გაცნობა და პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. ორგანიზაციამ სწრაფად მიიქცია ყურადღება — ინტერესი გამოიჩინეს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებმა.
გამოცდილება და მიღწევები
2025 – დღემდე
Young Wings — დამფუძნებელი და გენ. დირექტორი
ახალგაზრდული საავიაციო ორგანიზაციის დაარსება, სტრატეგიული მართვა და კოორდინაცია. თანამშრომლობა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან.
2025
Take Off-2025 — პირველი მასშტაბური ღონისძიება
Young Wings-ის მიერ ორგანიზებული პირველი საავიაციო ფორუმი, გლდანის პროფესიულ კოლეჯში.
2023 – დღემდე
ავიამოდელირება, ტრენინგები, თეორია და პრაქტიკა
ავიამოდელირების კურსები, საავიაციო ტრენინგები და ავიაციის სფეროს ღრმა თეორიული და პრაქტიკული შესწავლა.
განათლება
საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახ. სკოლა-გიმნაზია
მოსწავლე
თბილისი, საქართველო