Young Wings – მენეჯმენტი

მარიამ მამუჩიშვილი

დირექტორის მოადგილე / HR

ავიაცია HR მენეჯმენტი საქართველო

პირადი ინფორმაცია

დაბადების თარიღი

28 ოქტომბერი, 2009

ასაკი

16 წელი

სკოლა / გიმნაზია

გიმნაზია „შავნაბადა“

მდებარეობა

თბილისი, საქართველო

ბიოგრაფია

მარიამ მამუჩიშვილი არის გიმნაზია „შავნაბადას“ მოსწავლე,Young Wings-ის დირექტორის მოადგილე და HR მენეჯერი.

მარიამს ავიაციასთან შეხება პატარაობიდანვე ჰქონდა. საავიაციო სფერო მისი ბავშვობის განუყოფელი და ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნაწილია. თვითმფრინავების ხმის გაგება მასში ყოველთვის დიდ სიხარულსა და ინტერესს იწვევდა. სწორედ ამ უსაზღვრო სიყვარულმა და ბავშვობის გატაცებამ განაპირობა მისი გადაწყვეტილება, რომ მომავალი და პროფესიული საქმიანობა ამ სფეროს დაუკავშიროს.

ავიაციაში მარიამისთვის ყველაზე მიმზიდველი რეისების მასშტაბურობა და ინდივიდუალური მარშრუტებია — ის ფაქტი, რომ ყოველდღიურად მილიონობით საჰაერო ხომალდი ასრულებს ფრენას და თითოეულ მათგანს ცაზე საკუთარი, განსაზღვრული გზა აქვს.

ორგანიზაციის შექმნის იდეა მარიამს მეგობარმა გაუზიარა, რის შემდეგაც იგი პროექტში პირველივე დღიდან ჩაერთო. დღეს, როგორც დირექტორის მოადგილე და HR, იგი აქტიურად არის დაკავებული შიდა სტრუქტურის მართვით, გუნდის კოორდინაციით, შეხვედრებისა და სხვადასხვა საავიაციო ღონისძიებების ორგანიზებით.

მისთვის ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი მომენტი Young Wings-ის პირველი მასშტაბური ღონისძიება — „Take-off 2025“ გახდა, რომელიც 2025 წლის 26 აპრილს, პილოტთა საერთაშორისო დღეს ჩატარდა. ეს იყო მისი პირველი ძალზე საპასუხისმგებლო, გამოწვევებით სავსე და ამავდროულად სასიამოვნო ნაბიჯი დიდ ავიაციაში. უახლოეს 5 წელიწადში მარიამი საკუთარ თავს კვლავ საავიაციო სფეროში ხედავს — ზუსტად იმ პოზიციაზე, რაზეც დღეს ოცნებობს.

„ავიაცია არის ყველაზე გამორჩეული სფერო. ამიტომ, ამ სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ არასოდეს დანებდნენ, მყარად იბრძოლონ საკუთარი მიზნებისთვის და არ შეუშინდნენ გამოწვევებს. შრომა და საავიაციო მისწრაფება აუცილებლად მიგიყვანთ თქვენს ნანატრ საქმიანობამდე.“

გამოცდილება

2025 – დღემდე

Young Wings — დირექტორის მოადგილე / HR მენეჯერი

ორგანიზაციის შექმნის პირველივე დღიდან აქტიური მართვა, გუნდის კოორდინაცია, შიდა სტრუქტურის ჩამოყალიბება, შეხვედრებისა და მასშტაბური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.

26 აპრილი, 2025

ეროვნული საავიაციო ფორუმი „Take-off 2025“ — ორგანიზატორი

პილოტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პირველი, ძალზე საპასუხისმგებლო და მასშტაბური საავიაციო პროექტის ორგანიზება, მენეჯმენტი და წარმატებით განხორციელება.

განათლება

გიმნაზია „შავნაბადა“

მოსწავლე

თბილისი, საქართველო