Young Wings – აკადემიის ხელმძღვანელი
ნინო თევზაძე
Young Wings-ის პრეზიდენტი
პირადი ინფორმაცია
დაბადების თარიღი
12 აპრილი, 2010
ასაკი
16 წელი
სკოლა
თბილისის კლასიკური გიმნაზია
კლასი
მე-10 კლასი
მდებარეობა
თბილისი, საქართველო
ბიოგრაფია
ნინო თევზაძე არის თბილისის კლასიკური გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე და Young Wings-ის პრეზიდენტი.
ავიაციის მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე გაუჩნდა — საავიაციო ბაზაზე ცხოვრება ყოველდღიურად აძლევდა შესაძლებლობას, ახლოს დაკვირვებოდა ფრენებს და თვითმფრინავებს, რაც მასში დიდ აღფრთოვანებას იწვევდა. დროთა განმავლობაში ეს ინტერესი გაღრმავდა და ავიაცია მისი ერთ-ერთი მთავარი სიყვარული გახდა.
პრაქტიკულად ავიაციასთან Young Wings-ში გაწევრიანების შემდეგ შეხვდა — სწორედ ორგანიზაციამ მისცა შესაძლებლობა, ახლოს გაეცნო ავიაციის სფერო, მისი ისტორია და თანამედროვე ტექნოლოგიები. ნინოს განსაკუთრებით იზიდავს ის, რომ ავიაცია ერთდროულად აერთიანებს ტექნოლოგიებს, პასუხისმგებლობასა და მუდმივ განვითარებას — სფეროს, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და ყოველდღიურად ახალ შესაძლებლობებს ხსნის.
ორგანიზაციის შესახებ მისი წევრიდან გაიგო. როდესაც Young Wings-ის საქმიანობას გაეცნო, მიხვდა, რომ ეს იყო საუკეთესო ადგილი მისი ინტერესების გასაღრმავებლად. დღეს ორგანიზაციის პრეზიდენტის პოზიციაზე აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა შეხვედრაში, საგანმანათლებლო პროექტსა და ღონისძიებაში.
განსაკუთრებით დამახსოვრებულია ორგანიზაციის პირველი ღონისძიება — პირველი გამოცდილება ასეთი მასშტაბის აქტივობის ორგანიზებაში, რომელმაც ბევრი ახალი შთაბეჭდილება შემძინა. 5 წელიწადში საკუთარ თავს ხედავს ავიაციის მიმართულებით განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების გზაზე.
„თუ ავიაცია გაინტერესებთ, არ შეგეშინდეთ პირველი ნაბიჯის გადადგმის. მუდმივად ისწავლეთ, დასვით კითხვები, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა და გჯეროდეთ საკუთარი თავის — მონდომება და შრომა აუცილებლად მიგიყვანთ მიზნამდე."
გამოცდილება
2025 – დღემდე
Young Wings — პრეზიდენტი / აკადემიის ხელმძღვანელი
სხვადასხვა შეხვედრებში, საგანმანათლებლო პროექტებსა და ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა. ორგანიზაციის პრეზიდენტის პოზიცია.
2025
Take Off-2025 — პირველი ღონისძიება
Young Wings-ის მიერ ორგანიზებულ პირველ საავიაციო ღონისძიებაში მონაწილეობა.
განათლება
თბილისის კლასიკური გიმნაზია
მე-10 კლასის მოსწავლე
თბილისი, საქართველო